ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, შეიქმნება პორტალი, სადაც მოქალაქეები პირადი ნომრით საკუთარ ოჯახის ექიმს იპოვნიან.
„ჩვენი ბაზების მეშვეობით, შეგვიძლია დავაიდენტიფიციროთ თითოეული მოქალაქე რომელი ოჯახის ექიმის პატრონაჟის ქვეშ იმყოფებოდა დღემდე და კაპიტაციური მეთოდით, ამ ექიმს სახელმწიფო უნაზღაურებდა ამ ადამიანისთვის გასაწევ მომსახურეობას.
ჩვენი გეგმის ნაწილი არის, რომ თითოეულ მოქალაქეს ჩვენ გავაცნოთ მათი ოჯახის ექიმი და საკონტაქტო ნომერი.
გვაქვს კომუნიკაცია ოჯახის ექიმებთან და გავასაჯაროვებთ, მათთან შეთანხმებით ნომრებს, ალბათ საიტზეც დაიდება და მოქალაქეს შეეძლება საკუთარი პირადი ნომრით დააიდენტიფიციროს თუ ვინ არის მისი ოჯახის ექიმი,“- განაცხადა ტიკარაძემ.











