fbpx
17/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მოქალაქეები უნდა გამოვიდნენ ქუჩაში და ხმამაღლა უთხრან ივანიშვილს, საქართველო არ არის შენი ბოსტანი! – ბურჯანაძე

14:02 მარტი 20, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
888
ნახვა

“ჩვენ აუცილებლად მშვიდობიანად გავისტუმრებთ რეჟიმს, რომელმაც საქართველო, ღირსეული და ამაყი ქვეყანა ერთი კაცის ბოსტნად აქცია. რაც მალე მიხვდება ივანიშვილი რომ უნდა წავიდეს, მით უკეთესი, თუ ვერ მიხვდება, მაშინ ის უნდა გავწიოთ ხვალინდელი დღისგან”, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ საკანონმდებლო ორგანოსთან განაცხადა, სადაც ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა.

„ოპოზიცია აცხადებს სამოქმედო გეგმას იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ქვეყანა. ჩვენ, ყველას ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მეგობრები შეეცდებიან ჩვენს დახმარებას, მაგრამ ქართველი კაცის, ქართველი მოქალაქის გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს. ამიტომ ჩვენ უნდა დავანახოთ დასავლელ მეგობრებს, რომ დიახ, არჩევნები გაყალბებულია, დიახ, არჩევნების შედეგებს არ ვეგუებით!. რაც მთავარია, არ ვეგუებით იმას, რომ ივანიშვილმა გადაწყვიტა საქართველო თავის ბოსტნად გადააქციოს, ხოლო ჩვენ მოგვექცეს ისე, როგორც ბოსტანში ბოსტნეულს ექცევიან. საქართველოს მოსახლეობამ, ადამიანებმა, რომლებსაც გვაქვს ღირსეული, მრავალსაუკუნოვანი წარსული, ადამიანები, რომლის წინაპრებიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ, უნდა გამოვიდნენ ქუჩაში და ხმამაღლა უთხრან ივანიშვილს – საქართველო არ არის შენი ბოსტანი!

ხმამაღლა უთხრან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს – დიახ, ჩვენ გვინდა ევროპული სტილის დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც ერთი ადამიანის ჯიბეში არ არის პრეზიდენტის სავარძელი, პარლამენტი, პროკურატურა, სასამართლო და სახელმწიფო, სადაც პირველი პირი, პრემიერ-მინისტრი ივანიშვილის კი არა, აღმოჩნდა, რომ მისი შვილის ლაქიაა, მისი შვილის უკანონო დავალებებს ასრულებს. ან ჩვენ, საქართველოს მოსახლეობა მთელ მსოფლიოს ვეუბნებით, რომ ღირსეული ერი ვართ, რომელიც ყველაფერზე თვალს არ დავხუჭავთ იმიტომ, რომ ერთ კაცს 5 მილიარდი აქვს, ან გაგვიჭირდება საკუთარი თავის პატივისცემა და ჩვენი შვილებისთვის თვალებში ჩახედვა.

მას შემდეგ, რაც აქ მყოფი ადამიანები მოვივლით საქართველოს, უნდა გამოვიდეთ 15 მაისს და ბიძინა ივანიშვილს უნდა უთხრათ, რომ ის უნდა წავიდეს! ჩვენ აუცილებლად მშვიდობიანად გავისტუმრებთ რეჟიმს, რომელმაც საქართველო, ღირსეული და ამაყი ქვეყანა ერთი კაცის ბოსტნად აქცია. რაც მალე მიხვდება ივანიშვილი რომ უნდა წავიდეს, მით უკეთესი, თუ ვერ მიხვდება, მაშინ ის უნდა გავწიოთ ხვალინდელი დღისგან“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

თეგები: ნინო ბურჯანაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე: თვითმმართველობის არჩევნები არ მაინტერესებს, არ ვაპირებ ჩემი კანდიდატურის დაყენებას

ივნისი 30, 2021
790
პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე: ნუ შევეგუებით ისეთ საქართველოს, სადაც სოხუმის და ცხინვალის გარეშე ვიზეიმებთ 26 მაისს

მაისი 26, 2021
808
პოლიტიკა

ჩვენ, ბარიერგადალახული პარტია გარეთ ვართ დარჩენილი – ნინო ბურჯანაძე

მაისი 21, 2021
825

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია