“აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება იმის თაობაზე, რომ პატიმრის უფლებები უნდა იყოს დაცული, ახალი არ არის. მოქალაქეების, მათ შორის პატიმრების უფლებები დაცულია და არავითარი შეუთავსებლობა არ არსებობს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„საერთაშორისო პარტნიორები ჩვენთან ძალიან კარგად თანამშრომლობენ. ვერსად ნახავთ კონკრეტულ მაგალითებს, სადაც მითითებულია, რომ დარღვეულია ადამიანის უფლებები. არ არსებობს მთავარ კითხვაზე პასუხი, თუ რატომ შიმშილობს პატიმარი მიხეილ სააკაშვილი. შესაბამისად, არის მცდელობა იმისა, რომ ის და მისი პოლიტიკური ძალა პოლიტიკურ ზედაპირზე იყვნენ. რაც შეეხება იმას, არის თუ არა დაცული სააკაშვილის უფლებები, იცით, რომ ყოველდღიური შეხვედრები აქვს ადვოკატებთან, პირად ექიმთან, მხარდამჭერებთან და ასე შემდეგ.
მიხეილ სააკაშვილს ამის 10%-ით მაინც რომ მიექციათ ყურადღება პატიმრის უფლებებისთვის, დღეს არც ის იქნებოდა ციხეში და არც სახელმწიფო დაკარგავდა ამდენ დროს. პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აყვანილია კონტროლზე და საზოგადოებას აქვს ყოველდღიური ინფორმაცია, თუ როგორია მისი მდგომარეობა“, – განუცხადა ჟურნალისტებს გურამ მაჭარაშვილმა.









