ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე მმართველი გუნდის მიერ შესარჩევი კანდიდატების კრიტერიუმებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათ მხოლოდ ერთი ნიშანი – მორჩილება უნდა ახასიათებდეთ.
„თუ ჩამოწერილი და ნაფტალინმოყრილი ფიგურები უნდათ, ძალიანაც კარგი. ეს ასხამს ჩვენს წისქვილზე წყალს, შეარჩევენ სხვადასხვა ნიშნით.
ზოგს მდუმარების ნიშნით, ზოგი შეიძლება კარგი მოქეიფე და თამადაა და ყველა უნდა იყოს ერთი ნიშნის მატარებელი – მორჩილება, მორჩილება და მორჩილება – ეს უნდა იყოს მთავარი კრიტერიუმი, დანარჩენი შეიძლება ცოტა ინგლისური იცოდე ან რაღაცაში ერკვეოდე, ეს უკვე მეორეხარისხოვანი კრიტერიუმია, პირველი კრიტერიუმი ყურმოჭრილობაა”, – განაცხადა გოცირიძემ.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია დავით სერგეენკოსა და სოზარ სუბარის შესაძლო მაჟორიტარობის კანდიდატობაზე.
“ოცნებას” გამარჯვებას მოუტანენ” – მმართველ პარტიაში სერგეენკოსა და სუბარის “ძალებს” აფასებენ











