ტელეკომპანია „ფორმულას” დაკვეთით ჩატარებული Edison Research-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე: „მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგად, გსურთ, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება” დარჩეს უმრავლესობაში თუ გირჩევნიათ, რომ ახალი პარტია(ები) იხილოთ პარლამენტის მმართველის როლში?”
მოსახლეობის 36%-ს სურს, რომ „ქართული ოცნება” დარჩეს უმრავლესობაში, ხოლო 54%-ს ახალი პარტიების ხილვა სურს პარლამენტში.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა 17 სექტემბერი -7 ოქტომბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა.
კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის ტიპით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 4 500 ადამიანი. შედეგების ცდომილება + – 1,5%-ია.











