მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფას საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ქრონიკასთან” განაცხადა.
დავითაშვილის თქმით, საქართველოს ხორბლის რამდენიმე თვის მარაგი აქვს.
„ჩვენ რუტინულად აღვრიცხავთ ძირითადი სამომხმარებლო პროდუქტების მარაგებს, ეს სისტემა სამინისტრომ გაზაფხულზე ჩამოაყალიბა. ეს არ ყოფილა საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებული და არც ფაოს მონიტორინგის ნაწილი ყოფილა.
ჩვენ გვესმის რომ განსაკუთრებული ვითარებაა და სამინისტრო ამას აკეთებს. ხორბლის მარაგების მონიტორინგი სულ ხდებოდა სამინისტროს მიერ და აქედან გამომდინარე მზად შევხვდით ასეთ გამოწვევებს. დღეს ჩვენ გვაქვს ხორბლის რამდენიმე თვის მარაგი“, – განაცხადა დავითაშვილმა.











