მსოფლიო ბანკის განცხადებით, იმ შემთვევაში თუ კორონავირუსის ვაქცინაცია მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება, მოსალოდნელია, რომ 2021 წელს გლობალური ეკონომიკა 4%-ით გაიზარდოს.
ინფორმაცია ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.
მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, პანდემიის შედეგების დასაძლევად საჭიროა მნიშვნელოვანი ქმედება ბიზნესის გარემოს გასაუმჯობესებლად და შრომისა და პროდუქტების ბაზრის მოქნილობის გასაზრდელად.











