2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოში პოლიტიკური ვითარება კიდევ უფრო დაიძაბება, რადგან ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური პარტიები ძალაუფლების მოპოვებისთვის არაკანონიერ გზებსაც მიმართავენ. ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ განაცხადა.
როგორც ჩიტაძემ „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, წინასაარჩვენო ვითარებაზე ოპოზიციაში არსებული დაპირისპირებაც აისახება, რაც საბოლოო ჯამში, ქვეყანაში დადებით პოლიტიკურ გარემოს ვერ შექმნის.
„მოსალოდნელია წინასაარჩევნოდ სიტუაციის გამწვავება, რადგან საქართველოში ძალაუფლებისთვის ბრძოლა ხშირად არაჯანსაღი მიმართულებით მიმდინარეობს. შესაძლებელია, „ქართული ოცნება“ შეეცადოს, რომ არჩევნებში მის ხელთ არსებული ყველა რესურსები ბოლომდე გამოიყენოს, თუმცა ისიც ცხადია, რომ მმართველი პარტიის ინტერესში დასავლეთის კრიტიკის ქარ-ცეცხლში კვლავ გატარება არ შედის
დღევანდელი ოპოზიცია წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლების გადატრიალებაზე ყურადღებას მაინც და მაინც არ ამახვილებს. აღნიშნულის შესახებ საუბარი უფრო წინა ხელისუფლების დროს ფიქსირდებოდა. ოპოზიციასთან დაკავშირებით, სხვა პრეტენზიები არსებობს, ოპოზიციაში შეტანია გარკვეული ბზარი – კერძოდ, ხელისუფლების ოპოენეტემა 22 ოლქში ერთიანი კანდიდატებების წარდგენა ვერ მოახერხეს, რაც არჩვენების თვალსაზრისით, მათზე არც თუ ისე დადებითად აისახება.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლისგან განსხვავებით, 2020 წელს „ქართულ ოცნებაზე“ დასავლეთის მხრიდან ზეწოლა გაიზარდა, რაც არა ერთი წერილითა თუ განცხადებით დადასტურდა, ამიტომ მმართველი პარტიის ინტერესში არ შედის, რომ არჩევნებისთვის ვითარება უმართავი გახდეს“,- განაცხადა ჩიტაძემ.
ინფორმაციისთვის, იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის პანდემიამ დღის წესრიგი არ შეცვალა, საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნების შემდეგ, პარლამენტი 30 მაჟორიტარით და 120 – პროპორციულ სიაში შესული შესული დეპუტატით დაკომპლექტდება.











