მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გადაწყვეტილება მიიღო. ნიკა მელიას საქმე მან არ აიცილა.
ცნობისთვის, „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის ადვოკატებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს.
ადვოკატები ამბობენ, რომ ხელისუფლება არ დაელოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას და მისი აღსრულება დაიწყო, რითაც მოსამართლესაც შეურაცხყოფა მიაყენა.










