პარტია „ლელოს” წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებას, რომ მოსამართლეების ნაწილი სახლში უნდა გაუშვან, საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება და ამბობს, რომ იურისტი მსგავს განცხადებას არ უნდა აკეთებდეს.
„ანა, იურისტი ამას როგორ უნდა ამბობდე!!! მოსამართლეთა უდიდესი ნაწილის სახლში გაშვებას იურისტი ქალი აანონსებ… ამის სამართლებრივი მექანიზმი სად არის?! ალბათ შექმნას თავად ცდილობ”, – წერს facebook გვერდზე თამთა მეგრელიშვილი.











