მოსკოვის საოლქო სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ალექსეი ნავალნი 30 დღითაა დაპატიმრებული. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
„შეგიძლიათ, ხელზე ბორკილები დამადოთ, მაგრამ ეს სულ ხომ ვერ გაგრძელდება“, – განაცხადა ნავალნიმ სასამართლოზე სიტყვით გამოსვლის დროს.
შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი 17 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს, როდესაც ის მოწამვლის შემდეგ მოსკოვში პირველად ბრუნდებოდა.











