თითქოს რაღაც უკეთესობის ნიშნები გამოიკვეთა საარჩევნო რეფორის ხაზით. საარჩევნო რეფორმა კი არა, ახალი არჩევნები გვინდა, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმმა ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის მიმდიანრე მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა.
ნათელაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მან მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე ბიძინა ივანიშვილის დასწრება მოითხოვა.
“ვინაიდან ამ ქვეყანაში ბედისწერით და საუბედუროდ ყველაფერს წყვეტს ერთი კაცი, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, არა მისი პარტია, არა მისი პარტიის ლიდერები, არა თუნდაც ელცები ან ოპოზიცია, ამიტომ მე მოვითხოვე მეოთხე რაუნდზე ივანიშვილი პირადად გამოცხადდეს და პირადად გაგვცეს პასუხი, რომელიც აქ წყდება”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.











