როცა აქციაა, საერთო ფორმატზე შეთანხმება უნდა იყოს და არა „სიურპრიზები“ , – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც აჭარაში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, რომლის დროსაც “ლელოსა” და “მოქალაქეების” წევრებმა ოპოზიციის მიერ გამართული აქცია პროტესტის ნიშნად დატოვეს.
გიორგი ვაშაძე მოუწოდებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს, ნუ დააყენებენ ოპოზიციურ პარტიებს სიურპრიზების წინაშე.
„მესმის, ვინც აქცია დატოვა. მათ პოზიციას ვიზიარებ. „ნაციონალურ მოძრაობას“ მოვუწოდებ, დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს სიურპრიზების წინაშე ნუ დააყენებენ“, – განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, აჭარაში ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ტრანსპარანტები, წარწერით “მიშა ჩამოდი”, მიიტანეს.










