საერთაშორისო დამკვირვებლები მოუწოდებენ პოლიტიკოსებს, რომ რაც შეიძლება მალე შეიკრიბონ და დროულად გააუმჯობესონ არჩევნებთან დაკავშირებული საპარლამენტო ჩარჩო.
„საპარლამენტო არჩევნები ზოგადად თავისუფალი იყო, მაგრამ ჩვენ ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეა გამოვხატავთ სინანულს, რომ თქვენს ქვეყანაში მაინც არ არის ბოლომდე კარგად წარმოდგენილი წესები ამ კამპანიის დაფინანსების სიდიდის და შეუზღუდავი დაფინანსების მიმართულებით.
ეს უარყოფით ზეგავლენას ახდენს არჩევნების სამართლიანობაზე და კარგ სიგნალს არ აძლევს მოქალაქეებს. შესაბამისად, მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს და ახალ პარლამენტს, რომ რაც შეიძლება მალე შეკრიბონ და დაიწყონ მოქმედება იმისთვის, რომ გააუმჯობესონ საპარლამენტო ჩარჩო“,- აცხადებს ევროპის საბჭოს დელეგაციის ხელმძღვანელი.











