„მოვუწოდებთ ამ პროცესში ჩართულ ყველა სახელმწიფო სტრუქტურას, არ გამოიყენოს ძალა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, არ შეასრულონ უკანონო ბრძანება და დაიცვან საქართველოს მოქალაქეების ინტერესები“,- ამის შესახებ „ლელოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ლელო“ კატეგორიულად გმობს ამ ვითარებაში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის, მათ შორის წყლის ჭავლის და სავარაუდოდ, მხუთავი აირის გამოყენებას სამართალდამცველების მხრიდან.
ხელისუფლების და მმართველი ძალის ანალოგიური ქმედება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, ხელი დააფაროს გამყალბებლებს და ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანის ქურდებს.
მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც საკუთარი უფლებების აღდგენას ითხოვდნენ, ძალის გამოყენება დაუშვებელია და შეიძლება ჩაითვალოს დანაშაულებრივ ქმედებად საკუთარი მოქალაქეების მიმართ.
პირველივე წუთებიდან საქართველოს ხელისუფლება და შინაგან საქმეთა სამინისტრო არაპროპორციულ ძალას იყენებს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. წყლის ჭავლის და სავარაუდოდ გაზის გამოყენება მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ დაუშვებელია. ეს ყველაფერი ხელისუფლების ისტერიაზე და პანიკურ ქმედებებზე მიუთითებს“, – ნათქვამია „ლელოს“ განცხადებაში.
ცესკოსთან პოლიციამ მომიტინგეების მისამართით წყლის ჭავლი გამოიყენა.
კადრებში ჩანს, რომ აქციის მონაწილეები ცესკოს შენობის წინ ჯებირების მორღვევას და შესვლას ცდილობენ, სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, რაც ადგილზე სპეცრაზმი გამოჩნდა და მათი დაშლა დაიწყო.











