„ისინი არა ,,ქართულ ოცნებას“ არამედ, სახელმწიფოს ებრძვიან“,- ასე ეხმაურება ირაკლი სესიაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას დღეს დაგეგმილ აქციას.
მისივე თქმით, თუ პოლიტიკური საკითხები დიალოგის გზით უნდა წყდებოდეს.
,,ჩვენი ოპონენტები უკვე გადავიდნენ ბრძოლის ახალ ეტაპზე. ისინი არა ,,ქართულ ოცნებას” არამედ, სახელმწიფოს ებრძვიან. კანონმდებლობის წინააღმდეგ მიდიან. ცხადია ასეთ შემთხვევაში შესაბამისი ინსტიტუტები კანონის შესაბამისად იმოქმედებენ. სადაც იქნება დარღვევა, იქ, ძალიან ცივილიზებურად მოხდება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, დაიცვან საკუთარი თავი, ჯანმრთელობა. პოლიტიკური საკითხები დიალოგის გზით უნდა წყდებოდეს და არა, იმის მცდელობით, რომ საკუთარი ძალის დემონსტრირება მოახდინო“,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები დღეს რუსთაველზე ისევ იკრიბებიან.
არასამთავრობო ორგანიზაციები მმართველ პარტიასა და ოპოზიციაას მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს.
ცესკოთან განვითარებულ მოვლენებზე ყველა ინფორმაცია და ვიდეო ნახეთ აქ











