ოპოზიციის ლიდერებმა ნიკა მელიამ და ალეკო ელისაშვილმა ცესკოსთან შეკრებილ მოქალაქეებს მიმართეს.
ისინი აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ რომ ახლა დაიშალნენ, თუმცა ამბობენ, რომ ხვალ საღამოს 6 საათზე რუსთაველზე ისევ შეიკრიბებიან.
„ახლა უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველო გვიყვარს და ვუფრთხილდებით მათაც და ერთმანეთსაც. ყველა სველია აქ. ჩვენ ახლა, რომ არ დავიშალოთ, ვერც ერთი ვერ ვიქნებით ხვალ აქ. მშვიდად, წყნარად წავიდეთ, დავისვენოთ და ხვალ რუსთაველზე საღამოს 6 საათზე ვაჩვენოთ, რომ ამათი არავის ეშინია“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ცნობისთვის, 8 ნოემბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ნიკა მელიამ დემონსტრანტებს ცესკოსთან გადაადგილებისკენ მოუწოდა.
„ვერავინ იქ ვეღარ შევა, ვერავინ იქიდან ვეღარ გამოვა“, – განაცხადა მელიამ.
აქციის მონაწილეებმა ცესკოს შენობაში შესვლა სცადეს. გავრცელდა კადრები, რომელშიც ჩანს, როგორ ცდილობენ აქტივისტები ჯებირების მორღვევას. სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, რაც ადგილზე სპეცრაზმი გამოჩნდა და მათი დაშლა დაიწყო. ცესკოსთან პოლიციამ მომიტინგეების მისამართით წყლის ჭავლი გამოიყენა.
ცესკოთან განვითარებულ მოვლენებზე ყველა ინფორმაცია და ვიდეო ნახეთ აქ











