კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორის, ნათია ნუცუბიძის განმარტებით, გუშინდელ აქციაზე დაშავებული„ტვ პირველის“ ოპერატორის მხედველობას საფრთხე არ ემუქრება.
როგორც კლინიკის დირექტორი აღნიშნავს, დაშავებულები იყვნენ ასევე „ფორმულას“ ორი თანამშრომელი, რომლებიც საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ერთ-ერთ მათგანს თვალის არე მსუბუქად ჰქონდა დაზიანებული.
8 ნოემბერს, აქციის მონაწილეებმა ცესკოს შენობაში შესვლა სცადეს. გავრცელდა კადრები, რომელშიც ჩანს, როგორ ცდილობენ აქტივისტები ჯებირების მორღვევას. სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, რაც ადგილზე სპეცრაზმი გამოჩნდა და მათი დაშლა დაიწყო. ცესკოსთან პოლიციამ მომიტინგეების მისამართით წყლის ჭავლი გამოიყენა.
აქციაზე რამდენიმე ადამიანმა დაზიანება მიიღო.
ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები დღეს რუსთაველზე ისევ იკრიბებიან.
ცესკოთან განვითარებულ მოვლენებზე ყველა ინფორმაცია და ვიდეო ნახეთ აქ











