უკიდურესად შეშფოთებულები ვართ სომხეთისთვის იარაღის მიწოდების ფაქტების გახშირებით, განსაკუთრებით კი სომხეთის მიერ თოვუზის რაიონში მოწყობილი სამხედრო პროვოკაციის შემდეგ“ – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გაეროს გენერალური ასამბლეის 75 სხდომის დებატების დროს განაცხადა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანი ვარაუდობს, რომ სომხეთს იარაღს უფასოდ აწვდიან.
„სახელმწიფო საზღვარზე აქტიური სამხედრო შეტაკებები 16 ივლისს შეწყდა, მეორე დღეს, 17 ივლისიდან სექტემბრამდე, სომხეთისთვის სამხედრო სატვირთო თვითმფრინავებით ათასი ტონა სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების მომსწრეები გავხდით.
იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა და არ შეუძლია მილიარდობით აშშ დოლარის ღირებულების იარაღი შეიძინოს, ვვარაუდობთ, რომ მას იარაღს უფასოდ აწვდიან.
აგრესორის იარაღით მომარაგება, რომელმაც ეთნიკური წმენდა ჩაიდინა, მნიშვნელოვნად არღვევს სამშვიდობო მოლაპარაკებებს და ხელს უწყობს ოკუპანტი სახელმწიფოს ახალი სამხედრო პროვოკაციების წამოწყებას. ამ კონტექსტში, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, თავი შეიკავონ სომხეთისთვის იარაღის მოწოდებისგან“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.











