მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 49 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ 49 016 480 ადამიანი დაინფიცირდა. მათგან 1 239 375 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 34 979 953 გამოჯანმრთელდა.
კოვიდინფიცირებულების რაოდენობით აშშ, ინდოეთი, ბრაზილია, რუსეთი და საფრანგეთი ლიდერობენ.
ამჟამად აქტიური შემთხვევების რიცხვი 12.7 მილიონს აჭარბებს.
ამასთან, დღეს აშშ-ში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.











