ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთაბ რიცხვმა 975,000-ს გადააჭარბა.
ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
ამჟამად, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილია 976,311 ადამიანი.
ლეტალური შემთხვევების რაოდენობის კუთხით, პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია.
24 სექტემბრის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 31,870,904 შემთხვევაა გამოვლენილი.











