საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემა დასრულდა.
ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა.
ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ეგზიტპოლის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც ფრანგულმა კომპანია IPSOS-მა ჩაატარა.
ეგზიტპოლის შედეგები ასეთია:
„ქართული ოცნება“ – 41%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 33 %
„ევროპული საქართველო“ – 5 %
„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3 %
„ლელო საქართველოსთვის“ – 4 %
„ლეიბორისტული პარტია“ – 2 %
„პატრიორთა ალიანსი“ – 2%
„გირჩი“ – 3 %
ცნობისთვის, ეგზიტპოლი არის გამოკითხვა, რომელიც არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობის გარეთ ტარდება. საქართველოში ეგზიტპოლის გამოქვეყნება მხოლოდ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ არის შესაძლებელი.
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე











