იტალიელებს მოუწოდებენ, საზღვარგარეთ მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. შესაბამისი განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
სამინისტროს განცხადებით, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები რაოდენობის გათვალისწინებით, მოგზაურობაზე დამატებითი შეზღუდვების დაწესება გამორიცხული არ არის და შესაბამისად, იტალიელების სამშობლოში დაბრუნება რთული იქნება.
შეგახსენებთ, რომ იტალიაში ბოლო დღეებში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მატულობს. ანალოგიური მდგომარეობაა ევროპის სხვა სახელმწიფოებშიც.