ვმუშაობთ იმ სოციალური დახმარების პაკეტზე, რომელიც საჭირო იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თუნდაც ამ 2 თვის განმავლობაში დაკარგავენ, ან შეუმცირდებათ შემოსავალი, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა „ღია ეთერში“ განაცხადა.
„ჩვენ ვისმენთ ბიზნესიდან, თუ რა სჭირდებათ იმისთვის, რომ შეინარჩუნონ პირველ რიგში სამუშაო ადგილები და ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს ბიზნესები დიდი რაოდენობით ადამიანების დამსაქმებლები არიან.
ამიტომ ჩვენი მხრიდან, ჩვენ ვმუშაობთ იმ სოციალური დახმარების პაკეტზე, რომელიც საჭირო იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თუნდაც ამ 2 თვის განმავლობაში დაკარგავენ ან შეუმცირდებათ შემოსავალი“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.











