საკონსტიტუციო სასამართლო “ლელო საქართველოსთვის” სარჩელის განხილვას იწყებს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, სარჩელი შეეხება საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ფაქტს.
მისი თქმით, „ლელო“ იყო პარტია, რომელიც ითხოვდა საგანგებო მდგომარეობის შემოღებას, სანამ მთავრობა გამოაცხადებდა, თუმცა, მთავრობამ მიიღო არასაჭირო, უსამართლო და დისკრიმინაციული სანქცია, რომელმაც ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ზიანი მიაყენა ჩვენს მოქალაქეებს.
„სარჩელი შეეხება საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ფაქტს. ჩვენ მივმართეთ სასამართლოს, რომ იმსჯელოს და დაადგინოს სტანდარტი, რომლის დროსაც საქართველოს კონსტიტუცია არ უნდა დაირღვეს, ისე უნდა იმართოს საგანგებო მდგომარეობა და, ამავე დროს, უნდა იყოს დაცული მოქალაქეების ინტერესი. „ლელო“ იყო პარტია, რომელიც ითხოვდა საგანგებო მდგომარეობის შემოღებას, სანამ მთავრობა გამოაცხადებდა, მაგრამ ჩვენ დავინახეთ, რომ პრეზიდენტმა, პარლამენტმა და მთავრობამ კონსტიტუციას გვერდი აუარა და დააზიანა ჩვენი მოქალაქეების ინტერესები. ჩვენს საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართეთ”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.











