რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, მთიან ყარაბაღში სულ მცირე, 22 სამხედრო-სატრანსპორტო („ილ 76“-ის ტიპის) თვითმფრინავი გაიგზავნება.
ინფორმაციას RIA Novosti-ი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს.
სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის შეთანხმებით, მთიან ყარაბაღში საერთო ჯამში, 1 960 სამხედროს, 90 ერთეულ ჯავშანტრანსპორტიორსა და 380 ერთეულ ტექნიკას გაგზავნიან.
პუტინი-ალიევი-ფაშინიანის ხელმოწერილი დოკუმენტი: მხარეთა შეთანხმება და შედეგები დეტალურად











