მთიან ყარაბაღში განაღმვითი სამუშაოების დროს რუსი ოფიცერი დაიღუპა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნონით, შემთხვევა შუშას დასახლებასთან მოხდა.
„შუშას დასახლებასთან ახლომდებარე გზის მონაკვეთზე განაღმვითი სამუშაოების დროს, აფეთქების შედეგად, განაღმვის საერთაშორისო ცენტრის ოფიცერმა სასიკვდილო ჭრილობა მიიღო”, – აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.
განაღმვის საერთაშორისო ცენტრი მთიან ყარაბაღში განაღმვით სამუშაოებსა და ტერიტორიების გაწმენდას რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების შემდეგ ახორციელებს.











