მთიან ყარაბაღის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში მომხდარი აფეთქების შედეგად მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
დაღუპულები არიან 2001 წელს დაბადებული პირები. წინასწარი ინფორმაციით, ნაწილში აფეთქდა საბრძოლო მასალა, რომლის გადატანასაც ახორციელებდნენ.
დეტალების დადგენის მიზნით მიმდინარეობს გამოძიება.











