მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, ნაღმის აფეთქების შედეგად, დაიღუპა აზერბაიჯანელი ჯარისკაცი, დაშავდა რუსი სამხედრო. ინფორმაციას Tass-ი ავრცელებს.
ასევე, დაშავდა თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურის 4 თანამშრომელი.
გამოცემის ცნობით, აფეთქება ტერტერის რაიონში, დასახლებულ პუნქტ მაგადიზთან მოხდა. მაშინ, როდესაც რუსი სამშვიდობოების ჯგუფი, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების, მთიანი ყარაბაღის საგანგებო სიტუაციების სამინისტროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები გარდაცვლილთა ცხედრების საძიებო სამუშაოებს აწარმოებდნენ.











