„მცოცავი მავთულხლართების შემდეგ ოკუპანტებმა საოკუპაციო ზოლის ტექნიკით აღჭურვა დაიწყეს“ – ამის შესახებ „ევროპელი დემოკრატების„ ლიდერი პაატა დავითაია აცხადებს.
„ევროპელი დემოკრატების„ ლიდერის განმარტებით, ოკუპანტების გააქტიურება დაკავშირებული 2015 წლის შეთანხმებასთან, რომლის მიხედვითაც ეგრეთ წოდებული საზღვრის კონტროლი თავის თავზე მოსკოვმა აიღო.
„შესაბამისად, მავთულხლართების შემდეგ იქ ვიდეო თვალის დამონტაჟება და დედექტორების დაყენება დაიწყო.
ოკუპანტებს ეს ღონისძიებები ე.წ. საზღვრის მკაცრი კონტროლისთვის სჭირდება.
მათი მიზანია საქართველოს მოქალაქეების სწრაფი დაკავება და შემდეგ მათით ვაჭრობა“ – აცხადებს პაატა დავითაია.











