გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი წევრის, პაატა დავითაიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლის ერთ-ერთი მიზეზი “ნაცმოძრაობაში” შსს-ს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ჩრდილოვანი მმართველობაა.
„ბატონი გრიგოლის განცხადებას აბსოლუტურად ვეთანხმები. ამ განცხადებაში გვარები მითითებული არ არის. ჩრდილოვან განცხადებაზე თუ ვლაპარაკობთ, პირდაპირ გეუბნებით, ვანო მერაბიშვილის ერთ-ერთი ჩრდილოვანი მართვა იყო ამ სიის შედგენის. ის შედეგი, რაც „ნაცმოძრაობამ მიიღო, მიიღო იმის გამო, რაც ახლა სჭირს“, – განაცხადა დავითაიამ ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“.











