fbpx
16/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მწუხარების მიუხედავად, ჩვენ მასში მონაწილეობას ვერ მივიღებთ – გრიგოლ ვაშაძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე

14:44 ივნისი 20, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
771
ნახვა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, გიორგი რურუას გათავისუფლებამდე, მათი პარტია, „დიდი მწუხარების მიუხედავად“, საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში ვერ ჩაერთვება.

„ყველა მხარემ მშვენივრად იცის, რა არის მათი ვალდებულება. როგორც კი ხელისუფლება ბოლომდე შეასრულებს აღებულ ვალდებულებებს, სიამოვნებით, სიხარულით მივიღებთ მონაწილეობას. მათი აღებული ვალდებულება, კერძოდ რურუას გათავისუფლების საკითხი, არ არის გადაწყვეტილი და შესრულებული. შესაბამისად, დიდი მწუხარების მიუხედავად, ჩვენ მონაწილეობას ვერ მივიღებთ. ვერ გადავხედავთ გადაწყვეტილებას, იმიტომ, რომ პოზიცია დაფიქსირებულია, შეთანხმებულია, კოლექტიური გადაწყვეტილება მიღებულია. თუ რამე შეიცვალა, გაიგებთ.

ყველამ ვიშრომეთ, ჩვენც, ხელისუფლებამაც, ფასილიტატორებმაც და შევასრულოთ ბოლომდე ეს ხელშეკრულება, სადაც ჩაწერილია შავით თეთრზე, რომ მაღალი პოლიტიკური და სოციალური ინტერესის საქმეები უნდა გადაწყდეს და მართლმსაჯულება და სამართალდამცავი ორგანოები არასდროს არ უნდა გამოიყენებოდნენ პოლიტიკური მიზნებისთვის“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს.

ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. თუმცა იქვე აღნიშნეს, რომ “ევროპული საქართველოს” წევრი დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებებს მხოლოდ პირველი მოსმენით დაუჭერენ მხარს, მეორე მოსმენასთან დაკავშირებულ პროცესში კი მონაწილეობას არ მიიღებენ იქამდე, ვიდრე “მთავარი არხის” მეწილე გიორგი რურუა პატიმრობიდან არ გათავისუფლდება.

ხელისუფლება და ოპოზიცია საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით, 8 მარტს შეთანხმდნენ, თუმცა ოპოზიციაში აცხადებენ, რომ თუ გიორგი რურუა არ გათავისუფლდება, ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.

ოპოზიციისა და მმართველი გუნდის დიალოგის შუამავალი ელჩები მხარეებს მოუწოდებენ, საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ. ამავე მოწოდებით, ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა 6-მა არასამთავრობო ორგანიზაციამაც.

თეგები: 2020 წლის არჩევნებიგრიგოლ ვაშაძე

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

გიორგი და გრიგოლ ვაშაძეები ერთიანდებიან – ახალი პლატფორმის „მესამე ძალა“ პრეზენტაცია ხვალ გაიმართება

აგვისტო 29, 2021
797
პოლიტიკა

თუ ხელისუფლებას დაწერილი აქვს 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე გასაგზავნი განცხადება, შეუძლია დაახვიოს და წაიღოს ეროვნულ არქივში – ვაშაძე

ივლისი 8, 2021
805
პოლიტიკა

ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა ეს ქვეყანა ნორმალური განვითარების გზას დაადგეს – გრიგოლ ვაშაძე

ივნისი 24, 2021
904

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია