ქართული ოცნების მიერ წარდგენილი საპარლამენტო სიის ოცეულის მეორე ნომერი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეა, რომელმაც პრეზენტაციის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოცეული ისეთი პრინციპით შეირჩა, სადაც მთავარი მათი გამოცდილება, წარმატებულობა და ქვეყნის პრობლემებზე წუხილი იყო.
„ოცეულში ახალი სახეები და გამოცდილი კადრები ერთად არიან. ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას, რომ სამართლიანი არჩევნები ჩავატაროთ. გუნდი სრულად დაკომპლექტებულია გამოცდილი და წარმატებული ადამიანებით.
ბატონი გახარია, სიის პირველი ნომერი იქნება მომავალი პრემიერმინისტრიც.
ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, ახალი გუნდით ახალი გამოწვევები განვახორციელოთ. მზად ვართ მომავალზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა.
გუნდი იმ პრინციპით დავაკომპლექტეთ, რომ ეს ადამიანები გამოცდილნი წარმატებუნი არიან და მათ ნამდვილად აწუხებთ ქვეყნის პრობლემები.
კვლევის შედეგების მიხედვით, ქართულ ოცნებას კამპანიის დასაწყისში დიდი მხარდაჭერა აქვს, რომელიც სრულად საკმარისია მთავრობის დასაკომპლექტებლად.
მივალთ თითოეულ მოქალაქესთან და ანგარიშს ჩავაბარებთ, რა გაკეთდა და რა პრობლემები დარჩა მოსაგვარებელი, რომლებსაც სწორედ ეს გუნდი მოაგვარებს.” – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
ეს დაგაინტერესებთ:
- გუშინ დასრულებული სპორტული კარიერა დღეს პოლიტიკაში გაგრძელდა – დავით კაჭარავა „ქართულ ოცნებაშია“
- საკალათბურთო ნაკრებიდან პოლიტიკურ გუნდში ისევ ცამეტია – ვიქტორ სანიკიძე “ქართულ ოცნებაშია“
- კახა კალაძე – იყო ბევრი გულდაწყვეტა, ტკივილიც, თუმცა შევძელით მთავარი, ადამიანმა დაიბრუნა საკუთარი ადგილი, ქვეყანა განვითარების შეუქცევად გზაზე დადგა
- ბიძინა ივანიშვილი – პირნათელი ვართ ხალხის წინაშე, ვაკეთებთ შესაძლებლობების მაქსიმუმს
- „ქართულმა ოცნებამ“ გიორგი გახარია ისევ პრემიერმინისტრის კანდიდატად დაასახელა.
- საკალათბურთო ნაკრებიდან პოლიტიკურ გუნდში ისევ ცამეტია – ვიქტორ სანიკიძე “ქართულ ოცნებაშია“
- რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს, – პარლამენტის თავმჯდომარეობის „ქართული ოცნების“ კანდიდატი ისევ არჩილ თალაკვაძეა.











