fbpx
13/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მზად ვართ საქართველოს ვაქცინის შემოტანაშიც დავეხმაროთ – მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი

10:58 იანვარი 30, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
828
ნახვა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები თამარ გაბუნია და თამარ ბარკალაია მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სებასტიან მოლინეუსს შეხვდნენ.

მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო მსოფლიო ბანკის COVID-19-ზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებსა და ვაქცინასთან დაკავშირებულ საკითხებს.

თამარ გაბუნიამ მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის შემუშავების მათ შორის, საკომუნიკაციო გეგმის მომზადების პროცესში აქტიური ჩართულობისთვის და ვაქცინის შესყიდვის მიზნით ფინანსური რესურსების მობილიზებაში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, Covid-19-ის გადაუდებელი დახმარების პროექტის ფარგლებში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ჰოსპიტალური სექტორის, განსაკუთრებით კი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საავადმყოფოების აღჭურვის მიმართულებით, რაც მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს როგორც ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების, ისე პანდემიაზე ეფექტური რეაგირების კუთხით.

შეხვედრაზე, მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მხარდაჭერა.

„ვისაუბრეთ მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე. მსოფლიო ბანკი მხარს უჭერს და ეხმარება საქართველოს. მოგაწოდეთ 2, 5 მილიონი ტესტი და სასუნთქი აპარატები. მზად ვართ საქართველოს ვაქცინაციის შემოტანაშიც დავეხმაროთ. გარდა ამისა, ჩვენ ახალ პროექტსაც ვგეგმავთ, რომლის ფარგლებშიც გვსურს მცირე და საშუალო ბიზნეს დავეხმაროთ“,- განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო პრიორიტეტული მიმართულებებიც განიხილეს. საუბარი შეეხო პირველადი ჯანდაცვის სისტემაში ციფრული ტექნოლოგიებისა და ტელემედიცინის დანერგვას.

თეგები: მსოფლიო ბანკი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მსოფლიო ბანკი მზად არის, გაუწიოს კონსულტაცია მთავრობას ათწლიანი სტრატეგიული გეგმების დამუშავების მიმართულებით

ივნისი 18, 2021
777
საზოგადოება

მსოფლიო ბანკმა მზადყოფნა გამოთქვა ვაქცინის შეძენასა და ასევე, ლოჯისტიკურ საკითხებში დაგვეხმაროს – ივანე მაჭავარიანი

თებერვალი 6, 2021
873
ეკონომიკა

მსოფლიო ბანკი პოსტპანდემიურ ეტაპზე, საქართველოს შესაძლო დახმარებაზე წერს

თებერვალი 6, 2021
878

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია