“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებით, მისი თანაგუნდელის, გია ბარამიძის გარდა, აჭარაში მომდარი ფაქტი, პარტიაში ყველამ დაგმო, ამის შესახებ გოცირიძემ „თავისუფალ სივრცეში” განაცხადა.
„პარტიიდან ერთადერთი გია გამოხტა და თქვა, ეს იყო გმირობააო. ბარამიძეს დავანებოთ თავი. ნაგვის დაყრა, ეს არის ღირსების შელახვა. ყველა ადამიანს აქვს ღირსება. ყველა ნიუანსი უნდა გაითვალისწინო: ასაკი, გარემოება. ადრე მონა უღირსად ითვლებოდა, მაგრამ შემდეგ შუა საუკუნეებში ქრისტიანობამ შემოიტანა ცნება, რომ ღირსება რწმენით განისაზღვრეა“,- განაცხადა გოცირიძემ.










