საქართველოში არჩევნების გადადება ერთადერთ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ 31 ოქტომბრამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება, არჩევნები გადაიდება.
როგორც კონსტიტუციონალისტმა ვახტან ხმალაძემ „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, არჩევნების გადადების საკითხი, მაშინ უნდა გააქტიურდეს, როცა ვირუსის გავრცელება ვეღარ გაკონტროლდება.
„არჩევნების გადადება შესაძლებელია მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში, თუ მთავრობა გადაწყვეტს ამას, მან უნდა მიმართოს პრეზიდენტს წინადადებით, რომ გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა, ეს უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა და ასეთ შემთხვევაში 31 ოქტომბერს არჩევნები აღარ გაიმართება.
პოლიტიკური თვალსაზრისით არჩევნების გადადება არ არის მიზანშეწონილი, მაგრამ არის ეპიდემიოლოგების თვალსაზრისი. სრულიად აშკარაა, რომ უკვე ვეღარ კონტროლდება ვირუსის გავრცელება. თუ წყაროებს ვეღარ ადგენ, მაშინ პროცესს ვეღარც აკონტროლებ“,- განაცხადა ხმალაძემ.
ინფორმაციისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსით მორიგი რეკორდული მაჩვენებელი 1,192 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
საგანგაშოა! ვირუსის აქტიური გავრცელება დაიწყო – მარინა ენდელაძე









