„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე დღეში რამდენიმე ათეული ათასი იხარჯებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული, ფინანსურად ძლიერი დამფინანსებლები ჰყავდათ”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ასეთ დროს მნიშვნელოვანია მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა, თუმცა აქციის ორგანიზატორებმა ამ თანხების დეკლარირებაზე უარი თქვეს, რაც არასწორია და დამატებით ეჭვებს ამძაფრებს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, სოფელ გუმათში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია გრძელდება.











