“სამწუხაროდ, „ნამახვანჰესის“ ორგანიზატორების ნაწილის განწყობამ პოლიტიკური ელფერი მიიღო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა პროტესტის შესახებ განაცხადა.
„სამწუხაროდ, ორგანიზატორების ნაწილის განწყობა უკვე გადაიზარდა არა რომელიმე ჰესის საწინააღმდეგო პროტესტში, არამედ ამან პოლიტიკური ელფერი მიიღო.
იქედან გამომდინარე, რომ დამოუკიდებლობის დღის აღმნიშვნელ ღონისძიებაზე მისვლის ნაცვლად, შენ მოუწოდებ ხალხს ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე მივიდნენ, ეს სწორედაც, რომ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.









