ამ წუთებში წყალტუბოს 58-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი მხარდამჭერები არიან შეკრებილები.
„ნაციონალური მოძრაობის“ ვანი-ხონი-სამტრედია-წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, საოლქოს შენობაში შესვლას და მათი წარმომადგენლების მიერ კენჭისყრის დღეს საჩივრების განხილვას და ამ პროცესში დასწრებას ითხოვს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია,, რომლებიც შიგნით შესვლის უფლებას არავის აძლევენ.
პოლიციასთან დაპირისპირებისას ელისაშვილის და ბურჯანაძის პარტიის წევრები დააკავეს











