„ერთი რამ ვიცი, რომ მომავალ წელს ამ დროს ბიძინა ივანიშვილი თავისი გარემოცვით იქნება ციხეში.“ – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
„თუ სააკაშვილი ხელს შეუწყობს ამ პროცესს, ჩვენ ხელს არ შევუშლით.“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა 27 აგვისტოს, სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვა გაავრცელა და სამშობლოში დაბრუნება დააანონსა.
ცნობისთვის, გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი ქართველებს ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ საქართველოში დაბრუნდება.
სააკაშვილის მიმართვას „ქართული ოცნება“ გამოეხმაურა.
ბოკერიას თქმით, თუ ენმ სააკაშვილს პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგენს, კოალიციას ვერ შექმნიან.











