მინდა, მოვუწოდო ევროკავშირის წარმომადგენლებს, მათ საგარეო კომისარს, ევროპარლამენტის საგარეო პოლიტიკური კომიტეტის თავმჯდომარეს, ამგვარ დეპუტატებს, რომ მათ შორის, ევროკავშირი აგებს პასუხს იმაზე, რაც ხდება საქართველოში, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
„კუბილიუსი ადრე ცოტა სხვა განცხადებებს აკეთებდა და ამხელდა ივანიშვილს ძალიან პრინციპულად იმ საქმეებში, რაც ჩანდა, როგორც ანტიევროპული, ანტიდემოკრატიული და პუტინის გემოვნებაში ჩამჯდარი. ახლა რა შეიცვალა, არ ვიცი. მინდა, მოვუწოდო ევროკავშირის წარმომადგენლებს, მათ საგარეო კომისარს, ევროპარლამენტის საგარეო პოლიტიკური კომიტეტის თავმჯდომარეს, ამგვარ დეპუტატებს, რომ მათ შორის, ევროკავშირი აგებს პასუხს იმაზე, რაც ხდება საქართველოში. ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის მოქალაქეა, საფრანგეთის მოქალაქეა, სიმდიდრის გადასახადს იხდის ევროკავშირის და საფრანგეთის ბიუჯეტში.
მის მიმართ მიდის პროტექციონიზმი, მაშინ როცა საფრანგეთის ექსპრეზიდენტი სარკოზი დაიბარეს და ტყავი გააძრეს, დააკავეს და დაკითხეს, გადაფარებული არიან მოკლედ ევროპული გარკვეული ჯგუფები ბიძინა ივანიშვილს. ეს ძალიან ცუდად დამთავრდება. ცუდად დამთავრდება საერთო ევროპული დემოკრატიისათვის“, – განაცხადა ნათელაშვილმა.











