მთელი საბურთალო მოწამლა თურმე… როცა გავიგე, კინწისკვრით გავაგდე, თქვენ ნუ მომთხოვთ წინასწარ პროგნოზირებას,- ამის შესახებ „ლეიბორისტული” პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ღამის კურიერში“ საუბრისას განაცხადა.
„თქვენს მიერ დასახელებული პიროვნება, აფთიაქის მფლობელი გახლდათ და თურმე ლიცენზია ჰქონდა ნარკოტიკების გაყიდვაზე და იმდენ ნარკოტიკს ყიდდა, მთელი საბურთალო მოწამლა თურმე… როცა გავიგე, კინწისკვრით გავაგდე, თქვენ ნუ მომთხოვთ წინასწარ პროგნოზირებას, ადამიანს რა მოუვა თავში და რა ეშმაკი შეუჩნდება… რა სისულელეა. არ გეკადრებათ, თქვენ ჟურნალისტის იმიჯს ინგრევთ ამით,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
გადაცემის წამყვანმა პროკურატურის 2008 წლის განცხადება წაიკითხა, რომლის თანახმადაც, გამოძიების მასალების მიხედვით, 100 ათას დოლარზე მეტი, პროკურატურის მტკიცებით, ლეიბორისტული პარტიის წევრებს ისრაელის მოქალაქემ, ანატოლი მოტკინმა გადაურიცხა.
„საქართველოს პროკურატურა ტყუილის, ცილისწამების და დამნაშავეთა დამფარავი მთავარი სტრუქტურა და ივანიშვილის პირსაბანია. სისტემა არ შეცვლილა შევარდნაძის შემდეგ, სისტემა იყო ერთპიროვნული, ივანიშვილმა, რა თქმა უნდა, რეკორდები მოხსნა უზნეობის, ყაჩაღობის და ყველაფერის,“ – აცხადებს ნათელაშვილმა.











