სოციალურ ქსელში გავრცელდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატის ასმათ დიასამიძის კადრები, სადაც ის ამომრჩეველს ფულს აძლევს. „პრაიმტაიმნიუსმა“ ფაქტი ასმათ დიასამიძესთან გადაამოწმა.
„ჩემს შვილს გამოვართვი ფული და ნათესავს მივეცი ვალი. სულ რაღაც 20 ლარი მქონდა ვალი. აბსურდია ასე აშკარად, ქუჩაში ანაწილებდეს პოლიტიკოსი ფულს“ – აცხადებს ასმათ დიასამიძე.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ვიდეოსთან დაკავშირებით აჭარის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, „ნათლად ჩანს რომ ნაცმოძრაობის მოქმედი დეპუტატი, ასმათ დიასამიძე, რომელიც სიის მერვე ნომერია, ქუჩაში ცდილობს ამომრჩევლის მოსყიდვას. ეს უნდა იყოს შეფასებული და მოვუწოდებთ, თავი დაანებონ უკანონო ქმედებებს“.
იხილეთ ვიდეო – გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს რომ „ნაცმოძრაობის“ დეპუტატი ქუჩაში ცდილობს ამომრჩევლის მოსყიდვას
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე
ავტორი: ნაირა ქობულაძე











