„ირაკლი კობახიძის შტაბის უფროსად დანიშვნა სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან გადის. ეს იმან იკითხოს ვისი პოლიტიკაც და ცხოვრებაც პირდაპირ ივანიშვილზეა მიბმული, თორემ საქართველო ივანიშვილამდეც არსებობდა და მერეც იარსებებს“,- ამის შესახებ დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
მისი თქმით, 2012 წლის გუნდიდან „ოცნებას“ პრაქტიკულად აღარავინ დარჩა.
„პირადად მე კი, ძალიან მიხარია კობახიძის „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსად დანიშვნა. კოლექტიური ზარდიაშვილების თვალსაჩინო წარმომადგენელი, ახლა „ოცნების” პოლიტიკური მესაფლავედ იქცევა და იმიტომ. ქვას ქვაზე აღარ დატოვებს, თანაც ისე, რომ შეიძლება „ოცნება“ სახსნებლადაც კი აღარავის ახსოვდეს. 2012 წლის “ოცნების” მთავარი შემოქმედებისგან პრაქტიკულად აღარავინ დარჩა. ამათთვის კი, დაპირებების შესრულება ღირსებას არ წარმოადგენს“,- განაცხადა ჭიჭინაძემ.
ჭიჭინაძე ოპოზიციაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ხალხის ინტერესების გარეშე გაერთიანება ყოველთვის განწირულია.
რაც შეეხება გაერთიანებულ ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენებს, აქაც არაფერია გასაკვირი.
აშკარად ჩანს, რომ მათთვის მხოლოდ პირადი ინტერესები, პირადი დაბინავებაა მთავარი, ხალხი კი საერთოდ არც კი ადარდებთ. მოკლედ, ის რაც დღეს პოლიტიკურ კულუარებში ხდება, მხოლოდ „ტრიბუნას“ აძლევს ხელს! ასე რომ, ვერ ვიტყოდი, რომ ეს ძალიან მაღელვებს.
“ნაცები” და “ოცნება” ერთად გაქრებიან, ისევე როგორც თავის დროზე “აღორძინება” და “მოქალაქეთა კავშირი“,- აცხადებს ჭიჭინაძე.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად ირაკლი კობახიძე დაინიშნა.











