„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათ ხელში ჩაუვარდათ ,,ნაციონალური მოძრაობისა” და ,,ევროპული საქართველოს” კარდაკარის მონაცემები.
,,ყველა პარტია წინასაარჩევნოდ კარდაკარს ატარებს. სხვათა შორის, ჩვენ ხელში ჩაგვივარდა ,,ნაციონალური მოძრაობისა” და ,,ევროპული საქართველოს” კარდაკარის მონაცემი, სადაც ,,ნაციონალურ მოძრაობას” დაფიქსირებული ჰყავს 350 000-მდე მხარდამჭერი, ხოლო ,,ევროპულ საქართველოს” 80 000-მდე,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.
არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე











