„გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია რიგგარეშე სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით „ლელოს“ ინიციატივას ეხმაურება.
როგორც ხვიჩია ამბობს, მსგავსი გადაწყვეტილებები მრავარპარტიული უნდა იყოს.
„ასეთი ინიციატივები მრავალპარტიული უნდა იყოს, რადგან წინასაარჩევნო პერიოდში ყველა პარტია ფიქრობს, რომ მეორე პარტიას ქულა არ დააწერინოს, ამ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ გამონაკლისი არ არის. ვფიქრობ, რომ „ლელოს“ მხრიდანაც სწორი არ იყო, რომ ეს მისი ინიციატივა იყო, ეს ერთობლივი ინიციატივა უნდა ყოფილიყო ოპოზიციის, რომელსაც უხეშად ხელს ვერავინ კრავდა. „ნაციონალურ მოძრაობას“ მე ვერ გამოვასწორებ, მაგრამ როცა ასეთი ინიციატივა იყო, ყველას ვკითხავდი, ერთობლივად ხომ არ შევიტანოთ, ასეთი ინიციატივა-თქო. ეს არ არის „ლელოს“ შეცდომა, გეუბნებით, რა აჯობებდა“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ცნობსითვის, „ლელოს“ ინიციატივა იყო, რომ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომა დანიშნულიყო. ინიციატივას ამ დროისთვის მხარს უჭერენ – „საქართველოსთვის“, „გირჩი“, „მოქალაქეები“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“.
„ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივას მხარს არ უჭერს. ნიკა მელია ამბობს, რომ არც ერთ დეპუტატს 2 ოქტომბრამდე არ სცალია ბიძინა ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად.










