„მოქალაქეების“ პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ლევან იოსელიანის განცახდებით, „ევროპული საქართველოს“ ამოცანაა მოლაპარაკებები ჩაიშალოს.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ გიგა ბოკერიას მძევლობაშია.
„ქართულმა ოცნებამ“ რისი არევაც შეძლო ყველაფერი არია, ეს ქვეყანაც შევიდა ჩიხში. ამ ჩიხიდან რომ გამოსავალი გვინდა ვიპოვოთ და ამ გამოსავლის პოვნაში, რომ არის ხალხი, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ეს გამოსავალი არ იქნას მოძებნილი „ევროპული საქართველოს“ მიმართ პრეტენზიები რატომ გაჩნდა, გაჩნდა იმიტომ, რომ მათი ამოცანა ამ შემთხვევაში არის, რომ პროცესი მთლიანად ჩაშალონ. ყველა დოკუმენტი, რაზეც მიდის საუბარი თქვენს ტელევიზიაში, რომ მოდის, ხომ ყველამ ვიცით საიდან ხვდება იქ.
ეს ადამიანები იქ მოლაპარაკებებზე ამბობენ, რომ არ გაახმაურებენ დეტალებს მაგრამ აკეთებენ საპირისპიროს სამწუხაროდ, ის რომ პროცესი დააზიანონ მთლიანად , ის რომ ამ პროცესიდან გამოვიდეს რამე შედეგი. მათ გარდა სხვა პარტიებსაც მივმართავ. მათაც იციან ეს ძალიან კარგად, ოღონდ ეყოთ გამბედაობა და ამოიღონ ამაზე ხმა. ნუ არიან ჩუმად, რადგან სხვანაირად ეს ყველაფერი დამთავრდება იმით, რომ აი ეს ერთი პარტია და ეს ორი ადამიანი მძევლად აიყვანს მთელ ოპოზიციას და აქეთკენ მიდის ყველაფერი.
„ნაციონალური მოძრაობა“ არის გიგა ბოკერიას მძევლობაში, ამას მე კი არ ვამბობ, ამას თვითონ ამბობენ იმ პარტიაში ვისაც აზრი მოეკითხება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.











