fbpx
13/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„ნაციონალური მოძრაობა“ გამოდის ინიციატივით, სრულად ვაქცინირებული ოჯახებისთვის სამი თვით კომუნალური გადასახადები გაუქმდეს

13:57 აგვისტო 26, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
764
ნახვა

„ნაციონალური მოძრაობა“ გამოდის ინიციატივით, სრულად ვაქცინირებული ოჯახებისთვის სამი თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები გაუქმდეს და ასეთი ადამიანებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტის ფასი განახევრდეს, ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სრულად ვაქცინირებულმა სოციალურად დაუცველებმა დამატებით ერთი თვის დახმარება მიიღონ, ხოლო ასევე სრულად აცრილმა პენსიონერებმა დამატებით ნახევარი თვის პენსია.

„ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის. აცრა არის ერთადერთი გამოსავალი, რათა დავიცვათ მოქალაქეების სიცოცხლე.

გარდა ამისა, უმძიმესი ცნობები მოდის ჰოსპიტალური სექტორიდან, რომლის გამართვისთვისაც ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა. დიახ, ისინი – ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ ყველა წარმომადგენელი არის პასუხისმგებელი, რომ დღეს ჩვენ ვითარებას ვერ ვუმკლავდებით და ადამიანები თავიანთი სიცოცხლისთვის ვერ იბრძვიან. იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება შემსუბუქდეს, დასაწყებია უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები, ეს ნაბიჯები დასაწყებია დაუყოვნებლივ და უნდა გაკეთებულიყო რამდენიმე თვის წინ.

უპირველესად მოვითხოვთ, რომ ეპიდემიოლოგებმა, ვინც ასე საჯაროდ დადიან „ქართული ოცნების“ შეკრებებზე და შემდეგ ამბობენ, რომ პოლიტიკაში არ ერევიან, წარმოადგინონ პროგნოზი, ტრაექტორია, სად მიდის ქვეყანა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიმართულებით. ჰოსპიტალურ სექტორში უმძიმესი ვითარების, მათ შორის იმის გამო, რომ ადამიანებს სოფლებში, პატარა ქალაქებში საშუალება არ აქვთ ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთნენ, აუცილებელია სამედიცინო ფაკულტეტის დამამთავრებელი სტუდენტების გადამზადება. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ყველა სოფელში მივიდეს მობილური ვაქცინაციის ბრიგადები, რათა ჰოსპიტალურ სექტორში ექიმებს დაეხმარონ ჩვენი თანამოქალაქეები, ვისაც შესაბამისი განათლება აქვთ, აუცილებელია ეს პრივილეგია რეზიდენტურის დღეებზე ჩაეთვალოს კურსდამთავრებულებს. როდესაც ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის არაფერი გაკეთებულა მთელი თვეების განმავლობაში, ვხედავთ უამრავ ბანერს კახა კალაძის გამოსახულებით და არცერთ ბანერს ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის.

აუცილებელია, გაუქმდეს სრულად ვაქცინირებული ოჯახისთვის კომუნალური გადასახადები სამი თვით და ამით წავახალისოთ ოჯახები. ასევე, სრულად ვაქცინირებული ადამიანებისთვის განახევრდეს ტრანსპორტის ფასი. ადამიანებს მივცეთ საშუალება, კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს პროცესში. აუცილებელია, სოციალურად დაუცველებს, ვინც სრულად არიან ვაქცინირებული, დამატებით მიეცეთ ერთი თვის დახმარება და ამითაც დავეხმაროთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ კიდევ უფრო გაფართოვეს მათი რიცხვი, ვინც უმძიმესი დელტა შტამისგან დაცულები იქნებიან.

სრულად ვაქცინირებულ პენსიონერებს უნდა მიეცეთ დამატებით ნახევარი თვის პენსია. რაც ასევე არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ადამიანები, ვინც ყველაზე დიდი რისკის ჯგუფია, ჩაერთონ ვაქცინაციაში, მივიდნენ მათთან ბრიგადები და დაიწყოს მასიური ვაქცინაცია.

გარდა ამისა, ყველა ადამიანს, ვინც სრულად არის ვაქცინირებული, თვითდასაქმებული, აუცილებლად უნდა გაუნახევრდეს წლიური საშემოსავლო გადასახადი.

ეს ნაბიჯები იქნება მნიშვნელოვანი, რათა ჩვენს თანამოქალაქეებში გავზარდოთ ვაქცინაციის პოპულარიზაცია.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დამატებით შემოიტანონ ვაქცინები „ბუსტერ“ დოზებისთვის. ეს სიტუაცია, რაც დღესაა და ინფორმაცია, რაც არ გვაქვს – რამდენ ვაქცინას როდის შემოიტანენ, რა ხელშეკრულებები იყო გაფორმებული, საშუალებას მოგვცემს, ჩვენმა თანამოქალაქეებმა იფიქრონ და მესამე „ბუსტერ“ დოზა მიიღონ. ვაქცინა ჯერჯერობით არის ერთადერთი გამოსავალი. მთელი პასუხისმგებლობა ადამიანების გარდაცვალებაზე, იმაზე, რომ მათ ჟანგბადი არ აქვთ, ეკისრება ღარიბაშვილს და მის ხელისუფლებას“, – განაცხადა დეკანოიძემ.

თეგები: ნაციონალური მოძრაობა

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა შიმშილობის აქცია შეწყვიტეს

იანვარი 1, 2022
786
პოლიტიკა

სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იკრიბებიან

დეკემბერი 2, 2021
1.6k
პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას გამართავს

დეკემბერი 2, 2021
1k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია