მიიღებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველ მოსმენაში მონაწილეობას, ეს სულ მალე გაირკვევა. აღნიშნულის შესახებ განცხადება პარტიის მიერ რამდენიმე წუთში გაკეთდება. ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამჟამად პარტიის წევრები შეკრებილები არიან და ამ საკითხთან დაკავშირებით, მსჯელობენ.
გოცირიძემ არ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, უჭერს თუ არა თავად მხარს კენჭისყრაში მონაწილეობას.
ინფორმაციისთვის, დღეს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით უყრის კენჭს.










