ყველა ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ როგორი მავნებელიც იყო, ისე მავნებლად დარჩა, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.
„არაფერი ამ ხალხს არ შველის. ახლაც მავნებლობენ. გამოხტა სააკაშვილი, რომ უპირობოდ უნდა გათავისუფლდნენო. „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველ შეხვედრაზე ხომ ითხოვდა გათავისუფლდესო. სად ნახეს ვაჭრობა. ეს სააკაშვილისთვისაა ვაჭრობა. აბა რაღას ითხოვს მოლაპარაკების მაგიდაზე. მოდიხარ, იძახი რომ ერთ-ერთი პუნქტი უნდა იყოს ნიკა მელიას და რურუას გამოსვლა, თან ამას ვაჭრობას ეძახი?! თუ ეს საქმე უღირსად მიგაჩნია, რატომ ითხოვ ყოველ რაუნდზე?! „ნაციონალური მოძრაობა“ არის მავნებელი პოლიტიკური ძალა. არაფერი ამ ხალხს შველის, არც ოპოზიციაში გადასვლა. სულ უნდათ, რომ რაღაც გააფუჭონ“,- განაცხადა ელისაშვილმა.











